"ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს თავის შეცნობის პროცესი. უნდა იცოდეს, რა არის ის, რაც მას სიამოივნებას ანიჭებს."- ნუცა ჯოხაძე "სტუმრად ნინოსთან"

Image

ოთხშაბათს საღამოს 6 საათზე ერთდროულად რადიოებზე "აფხაზეთის ხმასა" და "დარდიმანდზე" ტელეკომპანიებში "დარდიმანდი" და " აფხაზეთის ხმა" და ფეისბუქ Live-ში გავიდა ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა "სტუმრად ნინოსთან"
გადაცემაში სტუმრად იყო ფსიქოლოგი და ქალების ტანტრის მასწავლებელი - ნუცა ჯოხაძე.


როგორც ნინომ თქვა, ნუცა პანდემიის დროს აღმოაჩინა ინსტაგრამზე. მისი პოსტები და live-ბი ძალაინ დაეხმარა ყოველდღიურობის გადატანასა და თვითშეფასების ამაღლებაში.
გადაცემის თემა იყო ქალი და მისი ენერგეტიკა. ნუცამ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მისცა ქალებს
1. რაც შეიძლება მეტი რამ ვაკეთოთ ის, რაც გვსიამოვნებს.
2. მივიღოთ ჩვენი თავის ის ნაწილები, რომლებიც არ მოგვწონს,ვუპოვოთ მათ რამე დადებითი მხარე.
3. ვისუნთქოთ სწორად - მუცლით.რათა ჩვენმა სხეულმა იგრძნოს რომ ცოცხალია.


"შეიძლება იყო ძალიან ლამაზი,მაგრამ შინაგანად იყო ისეთი ჩამქრალი,რომ ვერავინ ვერ გხედავდეს. მთავარია, რა ემოციებს განიცდი,რადგან იმას ასხივებ, რაც ხარ შინაგანად. ზუსტად ის არის ქალის უნიკალურობა და სილამაზე, რომ განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან. ამაში არის ჩვენი სილამაზე."

გადაცემაში ასევე ისაუბრეს "ქალის ტანტრაზე"
"ტანტრას ვორქშოფი პირველ რიგში გვაშორებს და გვანთავისუფლებს იმ თავს მოხვეული კონცეპტებისგან,რაც ჩვენი არ არის და აღზრდის შედეგადა არის ჩვენზე თავს მოხვეული. სწორედ ეს გვიშლის ხელს,გავიგოთ, ვინ ვართ რეალურად და რას განვიცდით." - თქვა ნუცა ჯოხაძემ.
მეორე ნაწილში ნინოს გადაცემაში შედგა ქეთი ფარესაშვილის შესრულებული სიმღერის "ასე მგონიას" პრემიერა, რომელიც ეკუთვნის ლილიკო ნემსაძეს, ტექსტის ავტორია მიშა ცინცაძე და არანჟირება ბორიკო შხიანის.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !