
მსახიობი ნინო კასრაძე მსახიობსა და ტელეწამყვანს, ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს.
"ის, რომ ნინუცამ შეძლო, მოიკრიბა ძალა და ამაზე ისაუბრა, ეს სხვებისთვის არის მაგალითი. ნუთუ ამას ვერ ხვდებიან, ვინც მას აკრიტიკებს. გამოძიება იქნება, თუ როგორც იქნება, ჩვენ ნინუცას უნდა ვაცადოთ, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება და საზოგადოება უნდა იყოს ძალიან სენსიტიური. მან რთული გზა გაიარა და კიდევ უფრო რთული გზის დასაწყისშია", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში.
იგი თანადგომას უცხადებს, ასევე ნინუცას ოჯახის წევრებს, დასა და დედას, რომელსაც ზანგურის მხარდამჭერების ნაწილი თავს ესხმის. მსახიობი საუბრობს საზოგადოების პრობლემაზეც.
"ჩვენ ყველამ რაღაცა დავაშავეთ ამაში. ეს არის საზოგადოების პრობლემა. ის, რომ ნინუცა ამაზე არ ლაპარაკობდა, ეს კონტექსტის ბრალია, ზოგადად ქვეყანაში, ზოგადად ჩვენი მემკვიდრეობის, საერთოდ ამაზე არ იყო ლაპარაკი.
დიდი ნაწილი ძალიან მხარში დაუდგა მას, მაგრამ მე მიკვირს იმ ხალხის, რომელიც იმ ამბობს, რომ 11 წლის მერე... შეიძლება 31 წელი დაგჭირდეს ამისთვის..." — განაცხადა მსახიობმა ფორმულას პირდაპირ ეთერში.