
პრინცი ჰარი, რომელიც ბაბუის დაკრძალვაზე დასასწრებად აშშ-დან დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა, ამ დროისთვის კოვიდ რეგულაციების შესაბამისად, იზოლაციაშია და მას ჯერჯერობით ოჯახის წევრები არ უნახავს.
"დეილი მეილის“ ცნობით, იზოლაციის გამო ჰარი თავისი ოჯახის წევრებს პრინც ფილიპის დაკრძალვამდე ვერ შეხვდება და ისინი ერთმანეთს დაკრძალვის ცერემონიაზე ნახავენ. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ერთმანეთზე განაწყენებულ ძმებს შორის ერთგვარი მედიატორის როლს უილიამის მეუღლე, ქეით მიდლტონი ასრულებს.
მედიისთვისცნობილიგახდა, რომ ქეითის ძალისხმევის შედეგად, უილიამმა და ჰარიმ ტელეფონით ისაუბრეს. მათ პირობა დადეს, რომ არსებულ უთანხმოებას დროებით დაივიწყებენ და ბაბუის ხსოვნას ერთად მიაგებენ პატივს. ამასთან, შეეცდებიან აღადგინონ დაძაბული ურთიერთობა.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ პრინც ჰარის ოჯახის წევრებთან უთანხმოება აქვს, მაგრამ სანამ ამერიკაში წავიდოდა, ის ძმასთან და ძმის ცოლთან განსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩეოდა. ქეით მიდლტონზე კი ამბობდა, რომ მისი "უფროსი და იყო, რომელიც არასდროს ჰყოლია.“
რაც შეეხება გარდაცვლილ პრინც ფილიპს, მას შაბათს, 17 აპრილს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიაზე კი მსოფლიო კვლავ იხილავს გაერთიანებულ ძმებს - ჰარისა და უილიამს.