
როგორც ცნობილი გახდა, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოდის ბრენდები Gucci და Balenciaga საზოგადოების წინაშე მალე ერთობლივ კოლექციას წარადგენენ.
უცხოური გამოცემები იუწყებიან, რომ იტალიური ბრენდის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე ფრანგული მოდის სახლის შემოქმედებით ხელმძღვანელთან, დემნა გვასალიასთან ერთად შექმნილ კოლექციას (“Aria”) ციფრულ ფორმატში 15 აპრილს წარადგენს.