
მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ის მასზე ძალადობის საქმეზე გამოიკითხება.
მაყაშვილმა ინტერვიუში ისაუბრა, მის მიმართ ძალადობაზე, მათ შორის როცა ორსულად იყო.
ინტერვიუში მაყაშვილი 11 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს და როგორც თვითონ ამბობს, ახლა იმიტომ ყვება, რომ აღარ ეშინია და უნდა, სხვა ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, მაგალითი მისცეს.
მისი ყოფილი მეუღლე რომელიც მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა, ბესო ზანგური ამჟამად რუსთაველის თეატრის მსახიობია. თეატრში ამბობენ, რომ ძალადობას გმობენ, თუმცა ზანგურს თეატრში მაინც ტოვებენ.