-
2021-04-12 16:24
მთავრობამ 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად გამოაცხადა. მანამდე კი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 აპრილი და 3 მაისი ისედაც დასვენების დღედ იყო გამოცხადებული. ასევე 12 მაისი, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდემილობის დღედ გამოცხადდა და უქმე დღეა.
ალბათ ბევრ მშობელს გაუჩნდა კითხვა, გაახანგრძლივებს თუ არა აღდგომის შემდეგ არდადეგებს მთავრობის ახალი დადგენილება. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ბაღები ოფიციალურად გამოცხადებული უქმე დღეების შესაბამისად დაისვენებენ.
შესაბამისად, საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 30 აპრილს შეწყდება და 13 მაისიდან განახლდება.
ამ დაუგეგმავი არდადეგების გამო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების თარიღი არ გადაიწევს. ბაღები ტრადიციულად, ივნისის ბოლო სამუშაო დღის ჩათვლით იმუშავებენ.