-
2021-04-12 14:12
ქართველი ქალების რჩეული, მომხიბვლელი ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია შეყვრებულია, სიახლე ირაკლიმ სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მისი მეორე ნახევარი 19 წლის მომღერალი და მომავალი ექიმი ლიზა ჩიჩუაა.
ლიზა სამედიცინო სფეროში ცნობილი ოჯახის შვილია, ლიზას დედა ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანია, მამა ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა. ქეთევანს საზოგადოება ტელეკომპანია "იმედზე" დილის გადაცემაში ხშირად ხედავს, გიორგი ჩიჩუა კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ერთ-ერთი სამედიცინო გადაცემის წამყვანი იყო.
ლიზა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია, გოგონა "საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციში მუშაობს" და როგორც ცნობილია, მამასაც ხშირად ეხმარება.
იგი ბავშვობიდან მღერის. მას და მომღერალ ლაშა ღლონტს დუეტიც აქვთ ჩაწერილი.
ლიზა სოციალურ ქსელებში აქტიურია, მისი ფოტოებიდან ჩანს, რომ იგი ოჯახის დიდი გულშემატივარია.
მისი და ირაკლის ერთად დანახვა ქართული საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო, ფოტოს ასობით თბილი კომენტარი მოჰყვა, თუმცა რამდენიმესთვის გაუგებარიც დარჩა მათი სიყვარული. ირაკლი ლიზაზე 17 წლით დიდია, თუმცა როგორც ჩანს, წყვილისთვის ასაკს მნიშველობა არ აქვს.