
მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და ბევრისთვის განსახილველი ობიექტია. აქედან გამომდინარე, მისი ცხოვრებაც მუდმივად ინტერესის საგანია.
სამი წლის წინ ანდრიამ მსახიობ მაიკო ვაწაძეზე იქორწინა. წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ისინი მუდმივად უზიარებენ საკუთარ გამომწერებს რომანტიკულ ფოტოებსა და სიახლეებს.
როგორც ცნობილი გახდა, ანდრია და მაიკო შვილს ელოდებიან, ისინი მალე ბიჭის მშობლები გახდებიან. მათ საოსრულო ფოტოსეისას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და წყვილმა უამრავი თბილი კომენტარი მიიღო.
11 მარტს მაიკო ვაწაძის დაბადების დღე იყო, მეუღლემ მას
ეს დღე ემოციური წერილით მიულოცა: დღეს ჩემი ცხოვრების სიყვარულის დაბადების დღეა! ყველაზე ლამაზი ადამიანი ხარ! მითუფრო ახლა, როცა ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ატარებ! ყოველი დღე ბედნიერებაა ჩემთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გხედავ , გეხები და შენთან ერთად ვსუნთქავ! მინდა იყო მუდამ ბედნიერი! და მადლობა რომ დაიბადე!
P.S.მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად!- წერს ანდრია სოციალურ ქსელში.