
ოთხშაბათს საღამოს 7ზე რადიო "დარდიმანდსა" და "აფხაზეთის ხმაზე" რადიოსიხშირეების ფეისბუქ გვერდების live-ში და youtub გვერძე ეთერში გავიდა ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა- "სტუმრად ნინოსთან"
მისი სტუმრები იყვნენ ანსანბლ "ვია 75-ის " სოლისტი ბესო კალანდაძე და მხოლოდ ქართულის მონაწილე, მომღერალი და მსახიობი გიორგი ცხადაძე,რომელმაც მსმენელს თავი "მხოლოდ ქართულიდან" დაამახსოვრა.
გადაცემის პირველ ნაწილში ბესომ გაიხსენა ბავშვობა და მასთან დაკავშირებული მოგონებები.ისაუბრა "ვია 75-ის" წარმატების გზაზე და სამომავლო გეგმებზე.
" საბჭოთა კავშირში პირველად ჩვენ გავაკეთეთ რომ კონცერტებზე ხალხს ეცეკვა.ყველაზე დიდი ბედნიერება ხელოვანი ადამიანისთვის არის ის,რომ რამდენიმე ათეული წელი გადის და საზოგადოებას მაინც ახსოვხარ.ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება."
ბესო კალანდაძე ნინოსთან მივიდა ახალი სიმღერით, სახელწოდებით - „პაემანი“ რომლის პრემიერა გადაცემაში შედგა.ტექსტის ავტორია ზურაბ ბეროზაშვილი.არანჟირება - გიორგი მაჭარაშვილის.
გადაცემის მეორე ნაწილში ნინოსთან სტუმრად იყო მომღერალი და მსახიობი გიორგი ცხადაძე.მან ნინოსთან მიიტანა სიმღერა "ვერხვები" რომელიც აქამდე რადიოსადგურებში არ ყოფილა. სიმღერის ტექსტის ავტორია იაშა გოგოხიძე.ისაუბრა მისი ჩაწერის პროცესზე და იმაზე თუ რამდენად საინტერესო იყო. დაანონსა ახალი სიმღერა,რომელზეც ჯერ ისევ მუშაობს და დასრულების შემდეგ პრემიერას ნინოს შეპირდა.გადაცემაში ექსპრომტად,გიტარის აკომპანიმენტით შეასრულა იზო ჭარბაძის სიმღერა.ისაუბრეს გახსნილ თეატრებზე და იმაზე თუ რამდენად უსაფრთხოა მაყურებლისთვის სპექტაკლებზე დაწრება.