-
2021-04-02 16:34
ხუთშაბათს, პირველ აპრილს რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში გადაცემა „კულინარიული ბლოგი“ გავიდა, გადაცემის წამყვანი ელენე ვახანია გახლავთ ხოლო სტუმარი, მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძე იყო.
გადაცემაში მათ უგემრიელესი ბურგერები მოამზადეს, რომლის რეცეპტსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.
კულინარიის გარდა ბაბიმ ისაუბრა თავის კარიერაზე, ცხოვრებაზე და ბავშვობაზე. აგრეთვე ისაუბრა თავის დამოკიდებულებაზე კულინარიის და სხვა და სხვა კერძების მიმართ და აღნიშნა, რომ ქართული ტრადიციული კერძების მომზადება კარგად გამოსდის. მან გადაცემას ექსკლუზივიც დაუტოვა და თქვა რომ მალე სიახლეებით დაუბრუნდება მსმენელს და მაყურებელს.
გადაცემა ეთერში ყოველ ხუთშაბათს, 18:00 საათზე გავა. ამასთანავე შეგიძლიათ უყუროთ აფხაზეთის ხმის ფეისბუქ ლაივის მეშვეობით.