
როგორც ცნობილი გახდა, დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კერძოდ კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა.
როგორც ექიმები საუბრობენ 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კი კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.
ამჟამად ექთანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ადგილზე “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, ქალი ცუდად ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში გახდა.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.