ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები - აკაკი მინაშვილი

Image

ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები - თუ ამ საკითხებზე არ იქნება კომპრომისი „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ „ოცნება“ წავიდა ევროპის წინააღმდეგ და შეთანხმება არ შედგება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ აგრესიულ რიტორიკას გაარძელებს, ეს ნიშანვს იმას, რომ ევროპისკენ კარს დახურავენ.

„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი ძალიან მტკიცე და მკაფიო პოზიცია, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიზისი გადაწყდეს, ეს არის გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ეს არის მთავარი საკითხები და თუ ჩვენ ამ საკითხებზე არ გვექნება შენხვედრი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებისგან და თუ ამ მოთხოვნებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე არ იქნება კომპრომისი „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ „ოცნება“ წავიდა ევროპის წინააღმდეგ და შეთანხმება არ შედგება.

ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის უტიფარი განცხადებები ბრიუსელში და ასევე, აქ კობახიძის და თალაკვაძის განცხადებები. მათ განაცხადეს, რომ არც არჩევნები არ იქნება და არც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია არის და გავიმეორებ - თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა არ იქნებიან გათავისუფლებული და თუ არ იქნება ვადამდელი არჩევნები და ეს საკითხები არ იქნება გადაწყვეტილი, მაშინ შეთანხმება ვერ შედგება. თუ ეს აგრესიული რიტორიკა „ოცნებისგან“ გაგრძელდა, ეს ნიშანვს იმას, რომ ევროპისკენ კარს ხურავენ“ , - განაცხადა მინაშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროკავშირის ოფისში, მედიატორ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით შეხვედრა მიმდინარეობს.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !