-
2021-03-17 15:20
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ხშრია დაღლილობა, უძილობა, უხასიათობა, რაც გამოწვეულია ორგანიზმში საჭირო ვიტამინების ნაკლებობით.
თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვიტამინები ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიცით, ორგანიზმს რა ვიტამინი აკლია და იმ კონკრეტულ სახეობას ვიღებთ, ნაცვლად სრული ვიტამინების კომპლექსისა.
სწორედ ამიტომ გთავაზობთ საჭირო ვიტამინების სრულ სიას:
C ვიტამინი - პირველ რიგში, რაც ზამთრის შემდეგ იმუნიტეტის ამაღლებაში დაეხმარება ორგანიზმს.
В1 ვიტამინი - პასუხისმგებელია ნერვული სისტემის სტაბილურ მდგომარეობაზე.
В2 ვიტამინი - ჰემოგლობინის ასამაღლებელ ვიტამინს წარმოადგენს.
В6 ვიტამინი - საჭირო ენერგიებისთვის არის აუცილებელი.
Е ვიტამინი - უნდა მიიღოთ ქსოვილების რეგენერაციისა და გაჯანსაღებისთვის.
გარდა ვიტამინებისა ორგანიზმს სხვა ენერგიებიც ესაჭიროება, როგორიცაა:
სუფთაჰაერი
ზამთარში გარეთ ყოფნა არცთუ ისე სასიამოვნო პროცესია. შესაბამისად, ბევრი ჩვენგანი ერიდება ცივ ამინდში სეირნობას. შეიძინეთ ფიტნესსამაჯური, რომელიც ნაბიჯებს დათვლის და დღეში, სულ მცირე, 10 000 ნაბიჯი გადადგით. შედეგად ორგანიზმი გამოცოცხლდება და წონის კლებაზეც აისახება ეს აქტივობა.
მზის სხივები
ზამთრის მოქუფრული და ნაცრისფერი ამინდების შემდეგ სხეულისთვის აუცილებელია D ვიტამინი, რომელსაც მზის სხივები შეიცავს. დროა, დაიწყოთ მზის აბაზანების მიღება.
აუზი
ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საშუალება ორგანიზმისთვის ძალების აღსადგენად აუზია. ცურვისას თქვენი სხეული არა მარტო ფორმაში ჩადგება შორტებისა და მოკლე ქვედაბოლოების სეზონისთვის, არამედ მოგიზღვავებთ ენერგიას, რაც ასე დაგაკლდათ ზამთრის სუსხიან დღეებში.