-
2021-03-16 16:31
UNICEF-ის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის სამიზნე ჯგუფი 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ, დღეში ტექნოლოგიების ერთ საათზე მეტი ხნით გამოყენება ბავშვის წიგნიერების, მათემატიკური აზროვნებისა და სოციოემოციური განვითარების შეფერხების ალბათობას ზრდის.
კვლევის სედეგად დადგინდა ძირითადი ტენდენციები:
1.დღეში ტექნოლოგიების ერთ საათზე მეტი ხნით გამოყენების შემთხვევაში, 0.5-ჯერ მცირდება იმის ალბათობა, რომ ბავშვები ადრეული განვითარების თვალსაზრისით, დამაკმაყოფილებელ ზღვრულ ნიშნულს მიაღწევენ.
2.შედეგი მიიღეს სოციოემოციური განვითარების განზომილებასთან დაკავშირებითაც. 0.4-ჯერ უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ დღის განმავლობაში ტექნოლოგიების 1 საათზე მეტი ხნით გამოყენების შემთხვევაში, ბავშვები ადრეული განვითარების თვალსაზრისით, დამაკმაყოფილებელ ზღვრულ ნიშნულს მიაღწევენ.