
ოზურგეთში კურორტ გომის მთაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი გაიყინა, კიდევ სამი ახალგაზრდა იმყოფება, რომლებსაც შველა სჭირდებათ.
წინასწარი ინფორმაციით, ოთხი მამაკაცი გომის მთაზე სანადიროდ იმყოფებოდა. დასასვენებლად ჩამოჯდომისას ჩაეძინათ და გაიყინენ.
ორი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. სამაშველო სამსახურში დარეკვა ერთმა, შედარებით უკეთ მყოფმა მამაკაცმა შეძლო.
ოთხივე ახალგაზრდა ოზურგეთის სოფელ ბოხვაურის მკვიდრია და ყველა მათგანი 25 წლამდეა.
"შემოსულია შეტყობინება, რომ გომის მთაზე ერთი ადამიანია გაყინული. მობილიზებულია 10 კაციანი სამაშველო ჯგუფი,"- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.