
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც კორონა ვირუსი მსოფლიო პანდემიად გამოცხადდა. ჯამში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 269 800 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის განკურნებულია 263 727, გარდაცვლილია - 3475, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1553 პაციენტი რჩება, კლინიკურ სასტუმროში 180 ადამიანი იმყოფება.
ჯანმომ - კორონა ვირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა . worldometer - ის ბოლო მონაცემებით , მსოფლიოში covid -19 - ის 118 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული , მათგან 2.6 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა , ხოლო 94 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა