
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
2004 წლის 11 მარტს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მატარებლის სადგურებზე მომხდარი ერთდროული ტერაქტების შედეგად 191 ადამიანი დაიღუპა, 1800-ზე მეტი კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ ქაიდამ აიღო.
2015 წელს გამოიცა „ვარსკვლავური ომები 3“- კოსმოსური ოპერის ჟანრის მედია-ფრენჩაიზი, შექმნა ჯორჯ ლუკასმა. მასში აღწერილია მოვლენები, რომლებიც მიმდინარეობს „უხსოვარ დროს, შორეულ გალაქტიკაში“.ფილმი მსოფლიო პოპულარული კულტურის ფენომენად იქცა.
კანადაში 1835 წლის 11 მარტს ბანკნოტების ბეჭდვა დაიწყეს.
1970 წლის 11 მარტს დიდი გულუხვობა გამოიჩნა პაბლო პიკასომ. მან საკუთარი 800 ნამუშევარი ბარსელონას მუზეუმს გადასცა.
ბევრი ეს ღონისძიება, მოვლენა და საკითხი სწორედ იმ მასალაზე გაფორმდა, რომელიც 105 წლის 11 მარტს ჩინელმა ცაი ლუნმა ბამბუკის გადამუშავების შემდეგ მიიღო. მიღებულ მასალას დღეს ქაღალდს უწოდებენ.