
27 მარტს ინტერნეტ სივრცეში Netflix-ის ახალი თურქული ნამუშევარი აიტვირთება. ფილმის სახელია Kovan, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა აიშეზე, რომელიც მშობლიურ მხარეში ბრუნდება, რათა მომაკვდავ დედაზე იზრუნოს. სიკვდილის წინ აიშეს დედა უტოვებს თავის ფუტკრებს და დაუბარებს, რომ მათზე იზრუნოს.
ეს ქალისთვის არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდება და იმისთვის, რომ ყველაფერში კარგად გაერკვეს, ადგილობრივ მეფუტკრესთან ერთად იწყებს მუშაობას.
ფილმში მთავარ როლს ცნობილი თურქი მსახიობი მერიემ უზერლი ასრულებს, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს სერიალიდან "დიდებული საუკუნე“, სადაც ჰიურემ სულთნის როლს ასრულებდა.
ინტერნეტში ახალი ფილმის თრეილერი უკვე გამოჩნდა და მასში გამოყენებულმა საუნდტრეკმა ქართველების ყურადღება მიიპყრო, რადგან სიმღერაში გარკვევით ისმის ქართული სიტყვები და ქართული ფოლკლორული მუსიკის შტრიხები.