
მსოფლიოში უძველესი და ყველაზე პოპულარული ჯინსების მწარმოებელი კომპანია ,,ლივაი სტროსი" რომელსაც საქართველოში და სხვა ქვეყნებში ,,ლევისს" ეძახიან, დაარსდა 1853 წელს, აშშ-ში, ბავარიელი ებრაელი ემიგრანტის ლივაი სტროსის მიერ!
კომპანიის დაარსება გამოიწვია 1849 წელს კალიფორნიაში დაწყებულმა ,,ოქროს ციებ-ცხელებამ", რომლის დროსაც ოქროს მაძიებელ ათეულ ათასობით ადამიანს, განსაკუთრებულად გამძლე ტანისამოსი დაჭირდა სამძებრო სამუშაოებისათვის!
ლივაი სტროსმა, 1853 წელს გალანტერიის საქონლით დატვირთული გემი მიაყენა სან ფრანცისკოს
პორტს. მან მოკლე დროში გაყიდა ყველაფერი რაც ჰქონდა. სტროსმა, გემზე მყოფ თერძს, მისი იალქნების მაგარი ნაჭრისაგან შარვლების შეკერვა შეუკვეთა. ეს შარვლები სტროსმა უმოკლეს დროში და სარფიანად გაყიდა! სულ მალე კი, მან თავის ბიძაშვილ დევიდთან ერთად გახსნა პირველი საფირმო საგალანტერიო მაღაზია ,,Levi Strauss & Co"!
1872 წელს, ლატვიელმა ემიგრანტმა, ჯეკობ დევისმა, რომელიც მაშინ ნევადის შტატში ცხოვრობდა გამოიგონა იმ პერიოდის ტანსაცმლისათვის ძალიან საჭირო რამ - ჯიბის დასამაგრებელი (რადგან იმდროინდელ სამუშაო ტანსაცმელს მალევე ჯიბე ერღვეოდა) მეტალის მოქლონი, ე.წ. ,,ზაკლიოპკა,,!
თუმცა ამ გამოგონების დასაპატენტებლად საჭირო 68 დოლარს ვერ მოუყარა თავი და დასახმარებლად ლივაი სტროსს მიმართა.
მათ, 1873 წელს, ერთობლივად დააპატენტეს ეს გამოგონება და მოქლონიან ჯიბიანმა ტანსაცმელმა დამატებითი დიდი მოგება და პოპულარობა მოუტანა სტროსის კომპანიას! ლივაი სტროსის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის მმართველობა მისმა მემკვიდრეებმა გააგრძელეს.
Levi’s-მა წამოიწყო კამპანია, სახელწოდებით "აიმაღლე ხმა", რომლის ფარგლებშიც, ადამიანებს შინაგანი ხმის მოსმენისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებს. ბრენდს სწამს, რომ ამგვარად, სამყაროს უკეთესისკენ შეცვლაა შესაძლებელი. კამპანია ოთხი ადამიანის ამბავს გვიყვება, რომლებსაც ერთი რამ აქვთ საერთო – საკუთარი მოსაზრების ხმამაღლა და მტკიცედ გამოხატვა. კამპანიის ფარგლებში, Levi’s-ს სურდა ის ღირებულებები წამოეწია წინ, რაც ბრენდს 140-წლიანი ისტორიის განმავლობაში ამოძრავებს.კომპანია "ლივაი სტროსს" დღემდე მისი დამფუძნებლის შთამომავლები მართავენ!