-
2021-03-10 16:20
მათი მორგება შეგიძლიათ როგორც წვიმაში, ასევე თოვლშიც!

დიდი და მცირე ზომის ნეილონის ჩანთები - ახალი ტრენდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ზამთრის სეზონზე ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ აქტუალურობას იძენს. მოცულობითი მოდელები შეგიძლიათ არამარტო ცივ ამინდში მოირგოთ, არამედ თუკი სადმე გამგზავრება გადაწყვიტეთ. აქსესუარის დაზიანებაზე არ იღელვოთ, ვინაიდან მის დასამზადებლად საკმაოდ მყარი ძაფები გამოიყენება, თუკი განაახლეთ სამსახურში სიარული და დრესკოდის დაცვა გიწევთ შეგიძლიათ კომპაქტურად მოათავსოთ გამოსაცვლელი ტანისამოსი. ლამაზად გამოიყურება ბრუტალური ძირის მქონე ჩექმებთან, ლოფერებთან, ბოტასებთან კომბინაციაში.
მცირე ზომის ნეილონის ჩანთები პრადას კოლექციის მსგავსად მშვენიერ კომპანიონობას გაგიწევთ ვახშამზე თუ მეგობრულ შეკრებებზე. თამამად მოირგეთ შარვლის ორეულებთან, სპორტულ ლუქებთან და ტრიკოტაჟის კაბასთან კომბინაციაში. ყველაზე აქტუალური მოდელები შეგიძლიათ მოდის მიმდევარი გოგონების პირად ინსტაგრამ გვერდებზე და ცნობილი ბრენდების კოლექციებში დაათვალიეროთ, იმისათვის რომ განსაზღვროთ თქვენთვის შესაფერისი ზომა და ფორმა. თუმცა რჩევის სახით შეგვიძლია გითხრათ, რომ თუკი სხვადასხვა მოდელს მოიმარაგებთ მოდური გოგონას იმიჯი ნებისმიერი ცივ ამინდში გარანტირებულია, იმის გათვალისწინებით რომ სუსხი მარტის ბოლომდე შენარჩუნდება.