
ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე აფასებს
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს და ევროკავშირის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს:
"ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა შარლ მიშელთან. მისი ვიზიტი წარმოადგენს ნათელ დასტურს იმისა, რომ ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის. განვიხილეთ საკითხების ფართო წრე, მათ შორის ოკუპაცია და გლობალური პანდემია. საქართველო მადლობელია მხარდაჭერისთვის და აფასებს ამ პარტნიორობას," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე.