ქობულეთის N2 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგს კოვიდ -19 დაუდგინდა, რის გამოც ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეს ვერ განახლდა.
როგორც ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, გეგმიური შემოწმების ფარგლებში, 596 თანამშრომელს ჩაუტარდა PCR კვლევა, რომელთაგან ინფიცირება მხოლოდ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.
ბაღის აღსაზრდელების მშობლები დროულად იქნენ ინფორმირებულები სააღმზრდელო პროცესის დროებით გადავადების შესახებ.