ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია

Image

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანიცაა. როგორც თბილისის პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორი მუხლით - ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაა დაკავებული.

 

ადვოკატი აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ჩხუბის არცერთ ეპიზოდში არ მონაწილეობდა.

"დილით დამირეკა გამომძიებელმა და მითხრა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 143-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ ძალადობასა და კონფლიქტში არ მონაწილეობდა. ბრალს გამოძიება რითი წაუყენებს არ ვიცით, თუმცა, განცდა და ეჭვი გვიჩნდება იმისა, ხომ არ სურს გამოძიებას რაიმეს გადაფარვა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც სახლში დაწყებულ კონფლიქტში და არც შემდეგ მაგისტრალზე გაგრძელებულ ჩხუბში არ მონაწილეობდა, გაკვირვებულები ვართ. ჩვენ წინა დღეებში პოლიციაში ვიყავით, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარეთ, ასევე ხელის კვალის ნიმუში ჩავაბარეთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ ნივთს არ ფლობდა და არც რაიმე იარაღი ჰქონია", - განაცხადა გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !