-
2013-06-22 00:40
„გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიას ამუშავებს და ჯერჯერობით ახალი არაფერია ცნობილი“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თალიბების სახელით გამოქვეყნებულ, მუქარის შემცველი ვიდეოების შესახებ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რუსთავი2“-ის გადაცემა პოზიციაში საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ვიდეოები საკმაოდ ჭკვიანურადაა გაკეთებული და ატვირთული:
„ჩვენ გამოძიებაში აქტიურად გვეხმარება ფედერალური ბიურო. ეს ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად არის გაკეთებული. ჯერჯერობით ახალი არაფერია ცნობილი", - განმარტა ღარიბაშვილმა.