
იმის გამო, რომ ღამღამობით ტაძრის ეზო წყვილთა ინტიმური ურთიერთობის ადგილად იქცა, ღამის საათებში ბაგრატის ტაძრის ეზოში შესასვლელი დაიკეტება. გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა მიიღო. ინფორმაციას "ქუთაისი თუდეი" ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ბაგრატის ტაძრის ეზოში შესასვლელი ჭიშკარი საღამოს, 22:00 საათის შემდეგ ჩაიკეტება და მხოლოდ დილით გაიღება. აქამდე ჭიშკარი არ იკეტებოდა და ტაძრის ეზოში შესვლა ღმის საათებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო. დამატებითი კომენტარები არ კეთდება, თუმცა, "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, წყვილთა ინტიმური ურთიერთობები ტაძრის შესასვლელსა და ეზოში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებზეა აღბეჭდილი, რამაც ზემოთხსენებული გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
ლაშა გაბუნიას ფოტო