პრემიერ-მინისტრმა რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების აღსრულება განიხილა

Image

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების აღსრულების პროცესი განიხილა.

 გიორგი გახარიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, ყველა შეზღუდვის ზედმიწევნით დაცვა მკაცრად გაკონტროლდეს. გუბერნატორებმა მთავრობის მეთაურისგან ასევე მიიღეს დავალება, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში აკონტროლონ რეგიონებში ე.წ ცხელების ცენტრებისა და კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმღები კლინიკების მზადყოფნის დონე და სტანდარტებთან შესაბამისობა. საუბრისას ასევე აღინიშნა მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის - 144-ის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვებისა და დაშვებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში. ამ მიზნით, გუბერნატორებს დაევალათ, თითოეულ რეგიონში გამოყონ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, რომლებიც 144-ის მიერ გადამისამართებულ მოქალაქეებს კვალიფიციურ ინფორმაციას მიაწვდიან ან შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ. ამასთან, რეგიონების ხელმძღვანელი პირები, თითოეული რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით, მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენენ ხედვას იმ ეკონომიკური ობიექტების შესახებ, რომელთა მუშაობის განახლება, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ პირველი რიგის პრიორიტეტია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ეკონომიკური სუბიექტების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მუშაობის განახლებას ვერ შეძლებენ. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონების ხელმძღვანელი პირების ეფექტიანი მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რათა ადგილზე შესაძლო ხარვეზები დროულად აღმოიფხვრას და ნებისმიერი სახის გართულებები თავიდან იყოს აცილებული. პროცესს კოორდინაციას გაუწევს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარი. მთავრობის მეთაური ვიდეოკონფერენციის რეჟიმში რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს სისტემატურ რეჟიმში გამართავს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !