ალავერდის მონასტერში ლიტანიობაზე მისულ მრევლს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ

Image

ალავერდის მონასტერში აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ტაძრის მიმდებარედ დამონტაჟებულია ხმოვანი აპარატურა და თეთრი საღებავით მონიშნულია ადგილები, სადაც მრევლი განთავსდება.

 

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს მეუფე დავითმა დიდი შაბათის წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა, ღამისთეცაზე მისულ მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებით, თერმოსკრინინგით შეამოწმებენ და სადეზინფექციო ხსნარებს დაურიგებენ.

"ველოდებით მრევლს, იმიტომ, რომ დიდი დღესასწაულია. უბრალოდ, არ ვაზუსტებ ბევრი იქნება თუ ცოტა. ერთი რამის დაზუსტება შეგვიძლია - სადაც ორი ან ორზე მეტი შეიკრიბება ქრისტეს სახელით, იქ არის თავად ქრისტე და სამი მომლოცველიც რომ იყოს, იქ იქნება ქრისტე. ესე იგი, კარგი დღესასწაული გვექნება. ასე რომ, ველოდებით მრევლს.

რაც შეეხება შეზღუდვებს და მოთხოვნებს, დაწესების დღიდან ჩვენც, ეს დალოცვილი მონასტერი ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. მთელი მონასტრის ტერიტორია მონიშნულია და ღამისთევას დავიწყებთ ღამით. გვექნება ლიტანიობა, ღვთის მადლით და შეწევნით მონასტერი მოწესრიგებულია.

გარდა ამისა, ადგილობრივ ხელმძღვანელობას ვთხოვეთ, რომ ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის დროს მათი მხრიდან ყოფილიყო დახმარება და შეწევნა, კერძოდ, ყოფილიყო პოლიციის ეკიპაჟი იმ შემთხვევაში, თუ იქნება ხალხის სიმრავლე. ასევე თუ იქნება საშუალება თერმოსკრინინგით შემოწმება მოხდეს ხალხის, რადგან ამ ბოლო დროს

ვრცელდება მიზანმიმართული, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომ ეკლესია არ იცავს წესებს, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ გვერდში დავუდგეთ ერს, მრევლს, მთავრობას, როგორც შეგვიძლია. ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ასეთი საგანგებო მდგომარეობა, სამხედრო წესით არ გვიცხოვრია და ამიტომ ასეთი ფეხაწყობით და მარშირების ნაბიჯით ვერ ვაკეთებთ ყველაფერს, თუმცა მონდომებას არ ვაკლებთ, ჩვენი ერიც და მრევლიც კეთილგანწყობილია, გონიერია და რასაც ვეუბნებით, ცდილობს გააკეთოს. ასევე მინდა მადლიერებით ვთქვა, რომ კომპანია „სეზანმა“ დაამზადა ე.წ ფარები, რომლებიც გადმოგვცა, ჩვენ კი დავარიგებთ. ასევე კომპანია „ბადაგონმა“ სადენზინფექციო სითხე დაამზადა და დღეს ყველა მომსვლეს დავურიგებთ,“ - განაცხადა მეუფე დავითმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !