ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ 30 ადამიანის ტესტის პასუხს კი ელოდებიან

Image

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ 30 ადამიანის ტესტის პასუხს კი ელოდებიან.

 

როგორც რწმუნებულმა განაცხადა, იმედი აქვს, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს.

„ბოლნისში პირველი შეზღუდვა, სადაც ჩაიკეტა თემში შემავალი სოფლები, იყო ქვემო ბოლნისში და გაამართლა ამ შეზღუდვამ. იქ იყო 6 დადასტურებული შემთხვევა და შევინარჩუნეთ ეს სტატისტიკა და ზრდა არ გვაქვს. შემდეგ სავანეთი ჩავკეტეთ იმიტომ, რომ იქაც იყო გავრცელების მაღალი რისკები და იქაც, პრაქტიკულად, ვინარჩუნებთ სიტუაციას და გუშინწინ კაზრეთი და ბალიჭები ჩავკეტეთ იმიტომ, რომ უკვე ველოდით ბოლნისის ადმინისტრაციული ცენტრიდან გავრცელებას.

გაჩნდა შიდა გავრცელების ახალი კერები, მათ შორის, ცნობილია, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმები და ექთნები დაინფიცირდნენ, აქედან გამომდინარე, მოგვიწია დამატებითი შეზღუდვების გატარება და გუშინ ჩვენ ჩავკეტეთ ბოლნისის ადმინისტრაციული ცენტრი და რაჭისუბანი.

გუშინ იყო შიდაგავრცელების ნახტომისებური ზრდა, პრაქტიკულად, 19 დადასტურებული ფაქტი დაფიქსირდა. კონტაქტების მოძიება გრძელდება და გადაგზავნილია 30 საკვლევი მასალა ლაბორატორიაში და დღეს დღის განმავლობაში ჩვენ გვეცოდინება პასუხები,“- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ამასთანავე, მან რუსთავსა და მარნეულში არსებული ვითარებაც შეაფასა და განაცხადა, რომ რუსთავში დაინფიცირებულთა რაოდენობას 8 ადამიანისთვის არ გადაუჭარბებია.

„რუსთავში იყო ეროვნული ბანკის კლასტერი ორი ოჯახი და რეალურად 8 დადასტურებული ფაქტი გვქონდა. მას მერე გავიდა, დაახლოებით, 2 კვირა და რუსთავში ზრდა არ გვაქვს, საბედნიეროდ და ეს ადამიანებიც, სავარაუდოდ, დღე-დღეზე უკვე გამოჯანმრთელებულები გაეწერებიან.

მარნეულშიც იყო და არის შეზღუდვები და ძალიან კარგად იმუშავა ინდივიდუალური ტრანსპორტის შეზღუდვამ მთლიანად მხარეში. ოჯახებშია ხალხი, გადაუდებელი საჭიროების გარდა არ გამოდიან გარეთ, იცავენ რეგულაციებს და ეს არის უპირველესი გარანტი, რომ ჩვენ შევაჩერებთ შიდა გავრცელებას,“ - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !