თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კოვიდინფიცირებული 88 პაციენტიდან 6 მართვით სუნთქვაზეა

Image

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს საავადმყოფოდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, კლინიკაში მკურნალობას კი 88 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს.

 

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 99 პაციენტი, აქედან 88 არის ინფიცირებული შემთხვევა. ერთ პაციენტთან მოგვივიდა პროტოკოლის გათვალისწინებით, უარყოფითი შედეგი და ეწერება კლინიკიდან. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი, აქედან 6 მართვით სუნთქვაზეა, 3 ნაზალურ სიპაპზეა, ასევე მძიმეა 3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე განმარტებით, ამჟამად 15-მდე პაციენტის ანალიზის პასუხს ელიან ლუგარის ლაბორატორიიდან, რომლებიც საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან.

„ჩატარებული კვლევების შედეგად, დაახლოებით, 15-თან დაფიქსირდა დადებითი კლინიკა კომპიუტერული კვლევით და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზი. ნაცხის პასუხებს ველოდებით და ხვალ, სავარაუდოდ, ეს პაციენტები დატოვებენ კლინიკას. რაც შეეხება 3 მოზარდ პაციენტს, მათი მდგომარეობა აბსოლუტურად შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს. არანაირი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ყველა მედპერსონალის მდგომარეობა, რომელიც ჩვენს კლინიკაშია გადმოყვანილი, სტაბილურია, გართულებების გარეშეა ამ ეტაპზე. ბოლო 24 საათია არც ერთ მათგანთან, განსაკუთრებით 2 სტუდენტთან, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან, არ დაფიქსირებულა კოვიდინფექციის არანაირი კლინიკური გამოვლინება. დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც მივიღეთ გუშინ, ჩაუტარდათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ერთ მათგანთან გამოვლინდა მწვავე პნევმონია და მკურნალობს სიმპტომურად,“ - განაცხადა ლევან რატიანმა

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !