
თურქეთის 31 პროვინციაში 48-საათიანი კომენდანტის საათი დაწესდა. ზომა ქვეყნის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომენდანტის საათი არ ეხება მხოლოდ საცხობებს, საავადმყოფოებს, აფთიაქებს და იმ სამუშაო ადგილებს, სადაც სამედიცინო პროდუქტებს აწარმოებენ.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 78546 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსს თურქეთში 1769 ადამიანი ემსხვერპლა.