-
2013-06-22 00:26
"დღეს ჩვენ ამოვიღეთ დამატებით ოთხი კასრი, ეს მოხდა სამეგრელოში, ჯერ არ ვიცით რა ინახებოდა ამ სამალავებში", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
არის ვიდეომასალებიც, არის დოკუმენტებიც და ამის შესახებ სავარაუდოდ ორშაბათს დეტალურად გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 21 ივნისს, გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას.
მისივე თქმით, არის დაკავებულთა თანამშრომლობის ფაქტები გამოძიებასთან, მაგრამ ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავეს პასუხი არ მოეთხოვება:
"გამოძიებასთან თანამშრომლობა ყოველთვის არ გულისხმობს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.