
ნიგერიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აბა კიარი კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ 30 მარტს ქვეყნის გარკვეულ რაიონებში ორკვირიანი კარანტინი დააწესა, 13 აპრილს კი ეს ზომები კიდევ 14 დღით გაახანგრძლივა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ნიგერიაში კორონავირუსის 493 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 17 ადამიანი.