
უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურს გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ბალანს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„დაავადება თითმის ასიმპტომურია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ - აღნიშნავს გერაშჩენკო.
მისივე ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის მეთაური ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. ყველა იმ ადამიანს კი, ვისთანაც ბალანს შეხება ჰქონდა, კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდება.