
კონგოში ებოლას ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
„დღეს ჩავატარეთ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის საკითხზე შექმნილი საგანგებო კომიტეტის სხდომა. 52 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ ახლა დაკვირვებისა და რეაგირების ჯგუფმა ახალი შემთხვევა დააფიქსირა. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და შემთხვევების რიცხვის ზრდას ველოდებით“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა.
ებოლას ვირუსი ზაირში 1976 წელს აღმოაჩინეს. ეპიდემიამ პიკს 2014-2016 წლებში მიაღწია.
ებოლას ვირუსით (წარსულში ცნობილი იყო, როგორც ებოლას ჰემორაგიული ცხელება) გამოწვეული დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხშირად ფატალურად; ლეტალობა 90%-ს აღწევს. ავადმყოფობა ვრცელდება ადამიანებსა და პრიმატებში (მაიმუნი, გორილა და შიმპანზე).