პაატა იმნაძის სახელზე შექმნილმა ყალბმა გვერდმა იმუნოლოგის სახელით დეზინფორმაცია გაავრცელა.
ამის შესახებ თავად დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
დეზინფორმაციის მიხედვით, თითქოს, პაატა იმნაძე აცხადებდა, რომ მაისის დასაწყისში კორონავირუსი
დამარცხდებოდა.
"ყალბი გვერდია, დაარეპორტეთ"-წერს იმნაძე.