-
2020-04-10 23:56
"10 წლის განმავლობაში "თიბისი" ბანკს არავინ გამოუსახლებია"-ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის"
ღამის ამბებში განაცხადა:
"მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა,რომ საქართველში საბანკო სისტემა ერთ-ერთი წარმატებული
ინდუსტრიაა,ეს არ არის რეგიონალური ლიდერი, ესაა მსოფლიო მოთამაშე,ორი ბანკი ლონდონის ბირჟაზეა,
შესაბამისად ამ სისტემას არაფერი არ ემუქრება და ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ადამიანები უნდა გა
ერკნენ რა არის საბანკო ბიზნესი და როგორ ფორმირდება , მამუკა ხაზარაძე , ერთი აქციონერი, რომელსაც
მხოლოდ და მხოლოდ 10 პროცენტი აქვს "თიბისი" ბანკში,ვერც საპროცენტო განაკვეთს ქმნის ქვეყანაში
და ვერც მის ზომას, მინდა ეს ყველაფერი იმ ადამიანების გასაგონად ვთქვა, ვინც ხალხის გამოსახლებას
გვაბრალებენ, 10 წლის განმავლობაში თიბისი ბანკს არც ერთი ადამიანი არ გამოუსახლებია, როცა მე იქ
ვმუშაობდი, ამიტომ ეს პროპაგანდა გვერდზე გადავწიოთ"-აღნიშნა ხაძარაძემ.
მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძე ნულოვანი კრედიტის იდეითა და ნულპროცენტიანი ბიზნეს სესხების იდეით
გამოვიდა, სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა:"როცა
ბანკში იყო, მაშინ რატომ არ ჰქონდა მსგავსი იდეები"-წერდნენ სოცქსელის მომხმარებლები.