
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტია, გზა გადაკეტილია და პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის პერიმეტრზე არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ .
დღეს ეპიდემიოლოგები მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას პირველად თერმოსკრინინგს უტარებდნენ.
საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.