
მორიგი გამოხმაურება მოჰყვა "გია ჯაჯანიძის შოუში" გასულ კლიპს, ამჯერად ფეისბუქ სტატუსს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი აქვეყნებს და თავის აზრს აფიქსირებს:
"ოღონდ ვინმეს შევდგეთ ხოლმე.
როგორ ჯგუფურ მაზოხისტურ სიამოვნებას გვანიჭებს.
თუკი რამე არ მოგვწონს ან ჩვენთვის მიუღებელს ვხედავთ, სასტიკად უნდა გადავუაროთ.
კრიტიკას ვივიწყებთ და ვლანძღავთ.
არ ვარგა კლიპი ამ კორონავირუსზე, მაგრამ ადამიანები მონაწილეობენ, რომლებსაც ღირსება აქვთ.
და ღირს ეს შედგომა?"-წერს ჩანადირი.