
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ამ დროსითვის 700 სასუნთქი აპარატია, რაც სრულიად საკმარისია. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე სუნთქვითი მხარდაჭერა მხოლოდ 6 პაციენტს სჭირდება. ამ თემაზე ტიკარაძემ მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.
"ის მარაგი, რომელიც ჩვენ მობილიზებული გვაქვს სახელმწიფოს მასშტაბით, ამ ეტაპზე ესაა 700-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, ეს არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ პაციენტების უსაფრთხო გამოჯანმრთელებაზე იზრუნონ ექიმებმა", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში 188 ინფიცირებულიდან 81 ადამიანს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და მათგან მხოლოდ, 8 პაციენტს დასჭირდა სუნთქვითი მხარდაჭერა.