
ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები შექმნეს, აღნიშნული ფატქი დაავადების დამარცხებას შესაძლებელს ხდის. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ანტისხეულები გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის ნიმუშებიდანაა აღებული.
ანტისხეულების აღმოჩენა ვაქცინაციისკენ გზაზე პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.