
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მრჩეველი და მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი პატრიკ დევეჯიანი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
მან საკუთარი დიაგნოზის შესახებ 25 მარტს, Twitter-ზე განაცხადა.
„ეპიდემია მეც შემეხო, ამიტომ პირადად ვხედავ ექიმების და მედდების საოცარ მუშაობს. დიდ მადლობას ვუხდი მათ პაციენტების დახმარებისთვის“, - დაწერა მან.