სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეების ჩართულობა გრძელდება

Image

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეების ჩართულობა გრძელდება.

 

 

თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილში“ შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.

 

აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ იმყოფებოდა. კახა კალაძემ კამპანიაში ჩართულ ყველა ადამიანს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ადამიანებს, რიგითი მოქალაქეებს, როდესაც თავისთვის ყიდულობენ საკვებ პროდუქტებს, ეძლევათ შესაძლებლობა და ეს, რა თქმა უნდა, მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომ გარკვეული პროდუქტები შეიძინონ იმ ადამიანებისა და  ოჯახებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და ვისაც ჩვენ ვეხმარებით. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან ბევრი წერილი, ზარი შემოდიოდა, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ, როგორ შეიძლება ჩავერთოთ კამპანიაში, ამას რიგითი მოქალაქეები გვწერდნენ. ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმა, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, დაეხმაროს და თავისი წვრილი შეიტანოს პროდუქტებით ადამიანებისა და ოჯახების დახმარების საქმეში. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ თანადგომისთვის. საკმაოდ დიდი მოცულობაა უკვე შეკრებილი, რომელსაც ჩვენ გამგეობებისა და მოხალისეების საშუალებით ვარიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში იმ ოჯახებში, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ მისულ მომხმარებელს დახვდება „წითელი ჯვრის“ კუთხე, სადაც მათ მოხალისეები საჭირო პროდუქტებთან დაკავშირებით რეკომენდაციას გაუწევენ.

 

„წითელი ჯვრის“ კუთხე ასევე, ფუნქციონირებს ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ ყველა ფილიალში.

 

 სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

 

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.

 

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების და რაიონული გამგეობების თანამშრომლების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

 

23-1.jpg

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !