
რუსეთის პატრიარქმა კირილმა მრევლს მოუწოდა, კორონავირუსის პანდემიის გამო ტაძრებში მისვლისგან თავი შეიკავონ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„ეკლესია მოგიწოდებთ, მკაცრად დაიცვათ ის ვალდებულებები, რომლებიც ყველას ეპიდემიოლოგებმა და სანიტარულმა სამსახურებმა დაგვიწესეს. მოგიწოდებთ, უახლოეს დღეებში თავი შეიკავოთ ტაძრებში მისვლისგან. არ დაუჯეროთ ამა თუ იმ მღვდელმსახურს, თუ საპირისპიროს გეტყვიან. მოისმინეთ ის, რასაც მე გეუბნებით“, - ბრძანა რუსეთის პატრიარქმა საკვირაო ქადაგების დროს.