
ესპანელი პრინცესა მარია ტერეზა კორონავირუსს ემსხვერპლა. Daily Mail-ის ცნობით, 86 წლის პრინცესა ევროპის სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს შორის კორონავირუსის პირველი მსხვერპლი გახდა.
მარია ტერეზას გარდაცვალების შესახებ Facebook-ზე მისმა უმცროსმა ძმამ, პრინცმა სიქსტ დე ბურბონ-პარმელმა დაწერა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.