
აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში კორონავირუსს ჩვილი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ილინოისის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
„ეს აშშ-ში 1 წლამდე ასაკის ბავშვის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. მიმდინარეობს გარდაცვალების მიზეზების მოკვლევა“, - აცხადებს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნგოზი ეზიკე.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსი 124 665 ადამიანს დაუდგინდა.