-
2020-03-28 20:06
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში სულ 15 პაციენტი მკურნალობს.
„კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაემატა სამწუხაროდ და ამჟამად 15-ია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ე.წ. დაბურული მინის სინდრომი, რაც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი”, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი განიკურნა