
კორონავირუსისგან მე-16 პაციენტი განიკურნა.
ერთ პაციენტს განმეორებითი ტესტირებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ის ჯანმრთელია, თუმცა კლინიკა არ დაუტოვებია. სულ 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული. 15 ჩვენს კლინიკაში და ერთი საჩხერეში, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.