
საქართველოს საელჩომ იორდანიაში საქართველოს 18 მოქალაქე საკვებით უზრუნველყო.ქვეყანაში კორონავირუსის გამო ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვის გამო მათი საქართველოში დაბრუნება ვერ ხერხდება.
„საქართველოს საელჩო ასევე კავშირზეა ამანში მეგობარი ქვეყნების საელჩოებთან და ყველა ზომას მიმართავს, რათა მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს სამშობლოში დაბრუნებაში. საელჩო აგრძელებს მუშაობს ამ მიმართულებით, კავშირზე რჩება მოქალაქეებთან და მზად არის აღმოუჩინოს მათ მაქსიმალური დახმარება ამ ეტაპზე არსებული შესაძლებლობების ფარგლებში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.