
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი განიკურნა, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
"დღეის მდგომარეობით, უკვე გამოჯანმრთელებულია 16 პაციენტი. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს სწორ ნაბიჯებზე და ყველა ის გაიდლაინი, რომელიც გამოყენებულია საქართველოში, წარმატებით მუშავდება ჩვენი ექიმების მხრიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.