
კახეთში 3 თვის ჩვილი მოკლეს, დაჭრილია ბავშვის დედა.
მკვლელობის ფაქტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული სავარაუდოდ, ჩვილის მამამ ჩაიდინა.
ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.